ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

ავღანეთში მომხდარი 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მაზარ-ე-შარიფთან ახლოს, 28 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.
ავღანეთის „თალიბანის“ მთავრობის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, შარფატ ზამანის თქმით, დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 20-ს შეადგენს, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 320-ს აღწევს. ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან სამაშველო ჯგუფები ყველაზე დაზარალებული პროვინციების – ბალხისა და სამანგანის – შორეულ სოფლებში ჩადიან.
ბალხის პროვინციის პრესსპიკერის, ჰაჯი ზაიდის თქმით, მიწისძვრამ მაზარ-ე-შარიფის სალოცავის, ლურჯი მეჩეთის ნაწილი დააზიანა.
მეჩეთი ავღანეთის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილად ითვლება და ითვლება და ის მე-15 საუკუნეშია აშენებული.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)