ავღანეთში თალიბანმა ქალებს საჯაროდ ხმამაღლა კითხვა და სიმღერა აუკრძალა

ავღანეთში თალიბანის რეჟიმმა ახალი კანონების ფარგლებში ქალებს საჯაროდ სიმღერა და კითხვა აუკრძალა.
ახალი ე.წ. “სათნოებისა და მანკიერების” კანონების მე-13 მუხლში, რომელიც ქალებს ეხება, წერია, რომ ქალებისთვის სავალდებულოა საჯარო სივრცეში ყოფნის დროს სხეული ყოველთვის დაფარული ჰქონდეთ და რომ სახის დაფარვა აუცილებელია, რათა სხვების ცდუნება თავიდან აირიდონ. მუხლში ასევე წერია, რომ ტანისამოსი ვიწრო, თხელი ან მოკლე არ უნდა იყოს.
ამასთანავე, ქალები ვალდებულები არიან არამუსლიმი მამაკაცებისა და ქალების წინაშეც თავი დაიფარონ, რათა გარყვნა თავიდან აირიდონ. ამას გარდა, ახალი კანონებით საჯარო სივრცეში ქალების მიერ სიმღერა, ხმამაღლა კითხვა ან დეკლამაციაც იკრძალება.
22 აგვისტოს სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ისლამური კანონები დიდად შეუწყობს ხელს სათნოების გავრცელებასა და მანკიერების აღმოფხვრას.
წყარო: ტაბულა