ავღანეთში აფეთქებას „თალიბანის“ ლტოლვილთა მინისტრი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში თვითმკვლელმა ტერორისტმა აფეთქება განახორციელა, რის შედეგადაც „თალიბანის“ ლტოლვილთა მინისტრი ხალილ ჰაკანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ეს მოძრაობის ყველაზე მაღალი დონის მსხვერპლია მას შემდეგ, რაც ის, 2021 წელს, ავღანეთში ხელისუფლებაში დაბრუნდა.
აფეთქების შედეგად, ჰაკანის გარდა, კიდევ ექვსი ადამიანი დაიღუპა.
ხალილ ჰაკანი თალიბანის ძლიერი ფრაქციის, ჰაკანის ქსელის, მაღალი რანგის წევრი იყო. ის -მა გლობალური დონის ტერორისტად გამოაცხადა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ (IS) აიღო.