ავღანეთი და დოჰაში სამშვიდობო მოლაპარაკებას გამართავენ, ცეცხლის შეწყვეტის მყიფე შეთანხმების ფონზე

ავღანეთი და 18 ოქტომბერს სამშვიდობო მოლაპარაკებას გამართავენ კატარის დედაქალაქ დოჰაში – იმ ფონზე, როცა ეს ორი ქვეყანა შეთანხმდა ცეცხლის შეწყვეტის 48-საათიანი შეთანხმების გახანგრძლივებაზე.
“დაპირებისამებრ, პაკისტანის მხარესთან მოლაპარაკებები დღეს გაიმართება დოჰაში” – წერს ავღანეთის მთავრობის პრესმდივანი, ზაბიულა მუჯაჰიდი პლატფორმაზე X და დასძენს, რომ თალიბანის დელეგაციას უხელმძღვანელებს თავდაცვის მინისტრი მუჰამედ იაყუბი.
პაკისტანი და ავღანეთი 17 ოქტომბერს, გვიან ღამით შეთანხმდნენ 48-საათიანი ზავის გახანგრძლივებაზე დოჰაში მოლაპარაკებების დასრულებამდე. მანამდე თალიბანის წარმომადგენლებმა პაკისტანი დაადანაშაულეს უფრო ადრე გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში, 17 ოქტომბერს ავღანეთის ტერიტორიაზე განხორციელებული დარტყმებით, რომლებსაც, როგორც იუწყებიან, ემსხვერპლა 10 სამოქალაქო პირი.
“პაკისტანმა დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და სამი ადგილი დაბობმა პაკტიკაში”, სამხრეთაღმოსავლეთ ავღანეთის პროვინციაში – უთხრა თალიბანის მაღალჩინოსანმა სააგენტო AFP-ს, ანონიმურობის დაცვის პირობით.
ასევე 17 ოქტომბერს პაკისტანის შვიდი ჯარისკაცი ემსხვერპლა ავღანეთის საზღვართან თვითმკვლელი მოიერიშის მიერ განხორციელებულ თავდასხმას. შეტევაზე პასუხისმგებლობა იკისრა დაჯგუფებამ, რომელსაც უწინ კავშირი ჰქონდა ექსტრემისტულ ორგანიზაცია თეჰრიკ-ე თალიბანი პაკისტანი (TTP).
ბოლო დღეების ძალადობამ გაზარდა შეშფოთება სრულმასშტაბიან ომზე პაკისტანსა და ავღანეთის თალიბანს შორის – რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მოკავშირეები იყვნენ, თუმცა შემდეგ მათი ტრაქეტორიები გაიყარა.
ისლამაბადი ავღანეთის თალიბანს ბრალად სდებს თავშესაფრის გამოყოფას TPP-სთვის, რომელიც მზარდად ძალადობრივ ამბოხებას აწარმოებს პაკისტანის წინააღმდეგ.
ავღანეთის თალიბანი – რომელიც ხელისუფლებაში 2021 წელს მოვიდა – ბრალდებას უარყოფს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“