ავღანეთზე პაკისტანის საჰაერო იერიშები გრძელდება

პაკისტანის საჰაერო ძალების JF-17პაკისტანი ავღანეთზე საჰაერო იერიშებს აგრძელებს. 16 მარტს თალიბანის ხელისუფლებამ ისლამაბადი ქაბულის ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პირთა სარეაბილიტაციო საავადმყოფოზე იერიშის მიტანაში დაადანაშაულა. მათი ინფორმაციით, დაიღუპა 4 ადამიანი.
აქამდე, რამდენიმე საათით ადრე თალიბანის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მხარეებმა საზღვარზე ცეცხლი გაცვალეს, რასაც ავღანეთში 4 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. უკვე მესამე კვირაა, რაც ორ ქვეყანას შორის შეტაკებები და იერიშები გრძელდება.
თალიბანის სპიკერის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის მტკიცებით, 16 მარტის იერიშის შედეგად დაღუპულთა და დაჭრილთა უმეტესობა იყვნენ ნარკოდამოკიდებულები, რომლებიც რეაბილიტაციის პროგრამას გადიოდნენ. პაკისტანის პრემიერმინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა ბრალდება უარყო და თქვა, რომ საავადმყოფოზე იერიში არ მიუტანიათ. მას დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა ისლამაბადის ხელისუფლებამ და არმიამ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ავღანეთში დაარტყეს სამხედრო სამიზნეებს, რომლებიც პაკისტანზე თავდასხმებისთვის გამოიყენებოდა.
ავღანეთს ადანაშაულებს ტერორისტული ჯგუფის, პაკისტანის თალიბანის მფარველობაში.

ასევე დაგაინტერესებთ