კოალიცია ცვლილების წევრი, თემურ გორგაძე სოციალურ ქსელში წერს
,,რადგან ცხონებული იოსებ გორგაძე ჩემი მეგვარეა, (ერთი სოფლიდან ვართ, ის მერე წალკაში გადავიდა საცხოვრებლად) ჯერ კიდე იანვარშიც და ამ დღეებშიც ბევრმა ნაცნობმა მკითხ ამბის შესახებ. ისეთი სიტუაცია, და ისეთი ამბავია, რომლის მოყოლა ძალიან რთულია. ამიტომ ვინც მეკითხებოდა ვცდილობდი ხოლმე არაფერი მეთქვა. მაგრამ, რადგან უკვე საჯაროდაც ბევრი ინფო დაიდო, შევცდები ამბავი მოკლედ დავწერო. თან ვეცდები ისე ვთქვა რომ არაფერი დავაზიანო.
იოსებ გორგაძე არის ადამიანი რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა 2024 წლის ოქტომბერში. შემთხვევის მეორე დაზარალებული მხარე იყო ადამიანები რომლებიც 2024 წლის 23 ოქტომბერს ქართული ოცნების (არჩევნების წინა) ბოლო შემაჯამებელი შეხვედრიდან ბრუნდებოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალებზე აღარ ვისაუბრებ. (ბევრი არც ვიცი). მხოლოდ ის ვიცით რომ ავტო საგზაო შემთხვევისას მეორე მხარეს ადამიანები გარდაიცვალნენ.
იოსებ გორგაძე დააკავეს. მოთავსებული იყო გლდანის ციხეზე.
2025 წლის იანვრის ბოლოს თანამესაკნემ მის პირად ნივთებში იპოვა ადვოკატის ნომერი, დაურეკა და უთხრა იოსები საკნიდან გაიყვანეს მაგრამ უკან აღარ დაბრუნებულა. ხომ არ იცით როგორ არის, ან იქნებ მოიკითხოთო. ოჯახმა და ადვოკატებმა ერთი კვირის ძებნის შემდეგ ცხონებული იოსები მიაკვლიეს კლინიკა ვივამედში. როგორც ვიცი გლდანის ციხიდან წასულ ფორმა ასში (თუ რაც ჰქვია მაგას) დიაგნოზი ეწერა (გულის შეტავაო. თუ რაღაც მსგავსი). მაგრამ რეალურად ვივამედში ადამიანი გადაყვანული იყო უკვე კომაში და ძალიან ნაცემი. ვივამედის მიერ გაცემულ ჯანმრთელობის ცნობაშიც კი ძალიან მკაფიოდ დასტურდება რომ ადამიანი არის ნაცემი და ნაწამები. (ცნობასაც კომენტარებში დავდებ)
2025 წლის იანვრიდან მოყოლებული გუშინდლამდე ცხონებული იოსები იყო კომაში და ვივამედში აპარატზე შეერთებული. გუშინ საღამოს გარდაიცვალა.
ღმერთმა მას ჯენნეთი მისცეს და ახლობლებს მოთმენა-გამძლეობა. ღმერთმა სამოთხეში დაამკვიდროს.
პ.ს: ყველაფერი რაც მე აქ დავწერე, არის საჯარო. ნაწილი ერთ მედიაში გაჟღერდა ნაწილი მეორეში. ვივამედის მიერ გაცემული ჯანმრთელობის ცნობაც (კომენტარებში დევს) სოციალურ ქსელებში დაიდო გარდაცვლილის ახლობლების მიერ.
მოკლედ ამბავი არის ასეთი.“
