ორივე მოდელს აქვს LED განათება და ასევე Touchscreen – Apple Car Play, რაც ქართულ ბაზარზე აქამდე არსებულ არც ერთ მოტოციკლზე ჯერ არ ყოფილა ხელმისაწვდომი. Car Play მძღოლებს ეხმარება ნავიგაციაში, მისი საშუალებით შესაძლებელია რუკის გამოყენება. ასევე ჩაფხუტთან დასინქრონებით მძღოლი მუსიკის მოსმენასა და სხვადასხვა მობილური აპლიკაციით სარგებლობასაც შეძლებს.
რაც შეეხება Chief Bobber-ს, ის კიდევ უფრო მძლავრია და დინამიკური მართვის სტილით გამოირჩევა, რაც მომხმარებლისთვის დამატებით საინტერესო და განსხვავებულ გამოცდილებას ქმნის.
კობა ხვედელიძე, მოტო და ATV მიმართულების ხელმძღვანელი: „Indian Motorcycle მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი, უძველესი ბრენდია, რომელიც გათვლილია ამერიკული სტილის მოტოკულტურის მოყვარულებზე. „ავტო გალერის“ შოურუმში ძირითადად Cruiser-ის კატეგორიის მოტოციკლებია წარმოდგენილი. ეს კატეგორია საქართველოში აქამდეც განვითარებული იყო, თუმცა ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი მოტოკულტურის პოპულარიზაციას. ჩვენს შოურუმში მომხმარებელს Cruiser კატეგორიის მოტოციკლების 5 სხვადასხვა მოდელის ნახვა შეუძლია, რომლებიც მოიცავს indian motorcycle-ის Scout და Chief მიმართულებას. Scout-ის მოდელები უფრო მეტად დამწყები მოტომოყვარულებისთვის არის განკუთვნილი, Chief-ი კი შედარებით ხისტი და სწრაფი მოდელია, რომელიც კიდევ უფრო მძლავრი ძრავითაა აღჭურვილი და შესაბამის მუხრუჭებსა და ამორტიზაციას ფლობს“.
