“ავტოსადგურის ლიცენზია ისეთ ადგილებზე უნდა გაიცეს, რომ ქალაქის გადატვირთვა არ გამოიწვიოს” – ავთანდილ ენუქიძე

ავტოსადგურების რეფორმის ვადების გახანგრძლივებაზე ეკონომიკის სამინისტრო მსჯელობს – საკითხი დღის წესრიგში ბიზნესმა დააყენა, რომელიც ახალი რეგულაციებისთვის ემზადება. ავტოსადგურების მფლობელებმა ლიცენზიების აღება 2025 წლის 1 ივნისამდე უნდა მოასწრონ, მძღოლებს კი საქალაქთაშორისო რეისების განხორციელებისთვის შესაბამისი ნებართვის ქონის ვალდებულება მარტიდან წარმოეშვებათ.