ავტოსაგზაო შემთხვევების სერია ისრაელში | პოლიციამ მომხდარს ტერორისტული აქტიც კვალიფიკაცია მიანიჭა

ისრაელის პოლიციამ ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა ავტოსაგზაო შემთხვევების სერია, რომელსაც 1 ადამიანი ემსხვერპლა და 12 დაშავდა. მედიის ინფორმაციით დაღუპული 70 წლის ქალია. ეჭვმიტანილია 2 პალესტინელი, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით, მოპარული მანქანებით სხვადასხვა ადგილას ქვეითებს დაეჯახნენ. ისინი რაანანაში, თელავივის ჩრდილოეთით დაახლოებით 20 კილომეტრში დააკავეს.