ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-სამტრედიის გზაზე | დაშავდა რამდენიმე ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-სამტრედიის გზაზე.
აეროპორტის მიმდებარედ მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა.
მომხდარი შედეგად რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. “მთავარს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.