მარნეული-სადახლოს გზაზე, ქალაქ მარნეულთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაშავებულია 5 ადამიანი. ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. ორივეს მძღოლი და მგზავრები სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია იყო მობილიზებული. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
