ავტოსაგზაო შემთხვევა დმანისის მუნიციპალიტეტში | არსებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევა დმანისის მუნიციპალიტეტში | არსებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი
ავტოსაგზაო შემთხვევა დმანისის მუნიციპალიტეტში – როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდს ატყობინებენ, ავარია ცოტა ხნის წინ, სოფელ ტნუსის გადასახვევთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ამ დროისთვის დმანისის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა.