გავაკეთე თუ არა საუკეთესო არჩევანი? ნამდვილად გამართულია თუ არა ავტომობილი? როგორ უნდა მოვამზადო დოკუმენტები? რამდენი დამიჯდება იმპორტირება? – ეს იმ მთავარი კითხვების მხოლოდ ნაწილია, რომელიც ავტომობილის საზღვარგარეთიდან გამოწერის დროს იჩენს ხოლმე თავს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მეორადი მანქანების უცხოეთში შეძენა გავრცელებული პრაქტიკაა, ცოტამ თუ იცის რეალურად, რა გამოწვევებთან არის ეს დაკავშირებული.
პირველი სირთულე უზარმაზარ უცხოურ ბაზარზე შესაბამისი ავტომობილის შერჩევაა. არანაკლებ პრობლემურია საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, იმპორტირების და განბაჟების პროცედურების სწორად წარმართვა. ამიტომ, რისკებისგან დაზღვევისა და ზედმეტი თავის ტკივილის თავიდან არიდების მიზნით, გაგაცნობთ კომპანიას, რომელიც მომხმარებლებს უკვე 20 წელზე მეტია, ავტომობილების საზღვარგარეთ შეძენასა და მათ იმპორტირებაში ეხმარება.
ამერიკა თუ იაპონია – რას გვირჩევს „ქარმარკი“?
საქართველოში ყველაზე ხშირად მეორადი ავტომობილები ამერიკიდან ან იაპონიიდან ჩამოჰყავთ. ორივე ბაზარი ფართო არჩევანით გამოირჩევა, თუმცა განსხვავდება მათი სპეციფიკა.
ამერიკიდან ავტომობილების იმპორტს საქართველოში ძალიან დიდი ისტორია აქვს. „ქარმარკი“ კი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ამ მიმართულებით დაიწყო მუშაობა და ქართველ მომხმარებლებს აშშ-ს ბაზართან დაკავშირებაში დაეხმარა. დღესდღეობით ამერიკულ ბაზარზე არსებობს რამდენიმე წამყვანი საავტომობილო აუქციონი – Copart, IAAI და Manheim. ისინი მომხმარებლებს მეტ დაცულობას, ამასთან, მანქანების ძალიან ფართო და მუდმივად განახლებად არჩევანს სთავაზობენ. მათგან მსოფლიოში განსაკუთრებით ცნობილია IAAI, რომელსაც „ქარმარკი“ საქართველოში ოფიციალურად 2011 წლიდან წარმოადგენს. თუ გსურთ, ავტომობილების იმპორტი ამერიკიდან, მაშინ გაეცანით „ქარმარკის“ სერვისებს უფრო დეტალურად.
საქართველოში არანაკლებ პოპულარულია ავტომობილების იმპორტი იაპონიიდან. საქმე ისაა, რომ იაპონური მანქანები კარგი მდგომარეობით გამოირჩევა, რადგან ქვეყანაში ტექნიკური ინსპექტირების საკმაოდ მაღალი სტანდარტებია. გარდა ამისა, იაპონურ აუქციონებზე იყენებენ დეტალური შეფასების ფურცლებს, სადაც გამყიდველი ვალდებულია მანქანის ყველა მახასიათებელი და ხარვეზი აღწეროს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ იაპონიაში შესაძლებელია მარცხენასაჭიანი მოდელების პოვნაც, რაც ქართველი მძღოლებისთვის განსაკუთრებით მოსახერხებელია.
როგორ აგაცილებთ „ქარმარკი“ ავტომობილის იმპორტირებისას წარმოქმნილ რისკებს?
ავტომობილის უცხოეთიდან იმპორტირებისას ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალისტს შეეძლოს ფარული დაზიანებებისა და ტექნიკური პრობლემების შემჩნევა, რადგან ამ ტიპის დეფექტები ზოგჯერ ფოტო და ვიდეო მასალაში არ ჩანს. „ქარმარკის“ გუნდის უპირატესობა სწორედ ამაშია – ის არა მხოლოდ, ერთი შეხედვით, უხილავი დაზიანებების ამოცნობას უზრუნველყოფს, არამედ დეტალურად სწავლობს მანქანის ისტორიას VIN კოდისა და სხვა საშუალებების დახმარებით. ამ გზით ის მომხმარებლებს მაქსიმალურად აზღვევს მსგავსი ტიპის რისკებისგან. ის, თუ რა არის VIN კოდი დეტალურად შეიტყობთ „ქარმარკის“ ბლოგიდან.
ავტომობილის საზღვარგარეთიდან იმპორტირების დროს მნიშვნელოვანი გამოწვევაა ხარჯების სწორად დაანგარიშებაც. ხშირად გამოუცდელი მომხმარებლები სათანადო ყურადღებას არ უთმობენ ტრანსპორტირების ღირებულებას, არ ითვალისწინებენ დაზღვევის, პორტის, საბაჟო მოსაკრებლისა და კონტეინერის ფასებსაც. ავტო იმპორტიორი კომპანია „ქარმარკი“ კი უზრუნველყოფს ხარჯების წინასწარ დაანგარიშებას და ოპტიმიზირებას. რაც მთავარია, ხარჯთაღრიცხვის სრული პროცესი გამჭვირვალეა მომხმარებლისთვის. კომპანია, ასევე, თავის თავზე იღებს დოკუმენტების წარმოებასა თუ იმპორტირებისა და საბაჟო პროცედურების წარმართვას.
„ქარმარკის“ მომსახურებაზე უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კომპანიის მხარდაჭერის გუნდს. საკონტაქტო ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.
R