ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების უფროსი

უკრაინისა და ს ხელისუფლებების ცნობით, 4 ოქტომბერს, ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა ში რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების უფროსი.
ანდრიი კოროტკი დაიღუპა მას შემდეგ, რაც მისი მანქანის ქვეშ დამონტაჟებული ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა მანქანის დაძვრისას, განაცხადა ხელისუფლებამ.
კოროტკი იყო ასევე მოსკოვის მიერ დანიშნული დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს ყოფილი უფროსი ქალაქ ენერგოდარში, სადაც მოხდა აფეთქება.
უკრაინის დაზვერვა მას ომის დანაშაულებში და ოკუპაციის პერიოდში პრორუსული ღონისძიებების ორგანიზებაში სდებს ბრალს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე აღძრა სასიკვდილო აფეთქების ფაქტზე. ინციდენტი ცხადყოფს ოკუპირებულ უკრაინაში დაძაბულობასა და წინააღმდეგობის მცდელობებს, რომლის სამიზნეც სულ უფრო ხშირად ხდებიან ადგილობრივი ოფიციალური პირები, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – კობახიძე ევროპას გამოჯანმრთელებას უსურვებს, როცა მისი განცხადება სიჯანსაღით არ გამოირჩევა, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ცეცხლთან თამაშია – „ოცნება“ მიჰყვება გეგმას, რომელიც მარტო ადგილობრივი წარმომავლობის არ არის

პროკურატურა – ბრალი წარედგინა დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრს, რომელთაც მრავალჯერადად მიმართეს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოსგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ