მანქანასთან დაკავშირებული ხარჯები, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 15%-ით გაიზარდა , ხოლო საშუალო დანახარჯი ერთეულ ტრანზაქციაზე 65 ლარს გაუტოლდა, ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ სექტორულ კვლევაშია ნათქვამი.
უფრო კონკრეტულად, მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერში საწვავზე უნაღდო დანახარჯებმა თიბისი ბანკის არხებით, 10%-ანი წლიური ზრდა აჩვენა, ხოლო საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ საწვავზე 51 ლარი შეადგინა.
