პანდემიის და ომის ფაქტორებიდან გამომდინარე ერთიანმა დაგროვებულმა მოთხოვნამ, საავტომობილო დეფიციტი გამოიწვია 2022 წელს, რამაც გაზარდა ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა და ფასები. აქედან გამომდინარე 2023 წელს ქართულ ბაზარზე ბევრი ავტომობილი შემოვიდა, რეექსპორტის ქვეყნებიდან მოთხოვნა კი არ შემცირებულა და 2023 წლის პირველ 3 კვარტალში, 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით – ყაზახეთის მიმართულებით 435%-ით, ყირგიზეთის 118%-ით, ხოლო სომხეთის 88%- ით გაიზარდა, მაგრამ ამ ეტაპზე საავტომობილო ბაზარზე მიწოდება უფრო მეტია ვიდრე მოთხოვნა, ამის გამო, “კავკასიის ავტოიმპორტმა” ქმედითი ნაბიჯი გადადგა და ყაზახეთში ფილიალი გახსნა, რომელიც სრულად ორიენტირებულია საქართველოდან ავტომობილების ექსპორტზე და ყაზახეთში მცხოვრებ მომხმარებელს დისტანციურად ავტომობილის შერჩევას, შემოწმებას, შეძენას და ტრანსპორტირებას სთავაზობს.
ყაზახეთში რეგულაციებიდან გამომდინარე არ შეიძლება დაზიანებული ავტომობილების შეყვანა, შესაბამისად ეს ფაქტორი ეხმარება ქართულ საავტომობილო ჰაბს იყოს მოთხოვნადი ყაზახეთის ბაზრისთვის.
კავკასიის ავტოიმპორტის დისტანციური გაყიდვები პროექტი, გაზრდის ექსპორტის მაჩვენებს და ასევე დაეხმარება საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის პოპულარიზაციას.