დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების გამო შეერთებულ შტატებში ავტომობილების ღირებულების ზრდა და მათი რეალიზაციის კლებაა მოსალოდნელი.
როგორც NBC News-ს პროფილურმა ექსპერტებმა განუცხადეს, ავტომობილების წარმოება შესაძლოა მილიონი ერთეულით შემცირდეს, რაც ავტომწარმოებლების ხარჯებს 100 მილიარდი დოლარით გაზრდის. შედეგად, ფასები მოიმატებს როგორც ახალ, ისე მეორად ავტომობილებზე.
საავტომობილო კვლევის ცენტრი (მიჩიგანში დაფუძნებული არაკომერციული კვლევითი ცენტრი) თვლის, რომ მხოლოდ აშშ-ში ავტომწარმოებლებისთვის ხარჯები 107,7 მილიარდი დოლარით გაიზრდება. ეს მოიცავს 41,9 მილიარდ დოლარს დეტროიტის ავტომწარმოებლების General Motors-ისთვის, Ford Motor-ისა და Chrysler-ის მშობელი Stellantis-ისთვის.
ორივე ანალიზი ითვალისწინებს 3 აპრილს ტრამპის მიერ იმპორტირებულ მანქანებზე 25%-იან ტარიფებს, ისევე როგორც საავტომობილო ნაწილებზე იმავე ოდენობის მომავალ გადასახადებს, რომლებიც 3 მაისისთვის დაიწყება.
ანალიტიკოსების აზრით, ავტომწარმოებლებსა და მომწოდებლებს შეუძლიათ გაუძლონ ხარჯების გარკვეულ ზრდას, მაგრამ მათ მოუწევთ ეს ხარჯი ფასებზე ასახონ, რის გამოც ავტომობილები, დიდი ალბათობით გაძვირდება, რაც, თავის მხრივ, გაყიდვას შეამცირებს.
როგორც Goldman Sachs-ი ვარაუდობს, რომ ახალი ავტომობილების ფასები შეერთებულ შტატებში გაიზრდება დაახლოებით $2000-დან $4000-მდე მომდევნო 6-12 თვის განმავლობაში.
ავტომწარმოებლებმა ტარიფებს სხვადასხვა გზით უპასუხეს: ადგილობრივმა მწარმოებლებმა, როგორიცაა Ford და Stellantis, გამოაცხადეს დროებითი გარიგებები, ხოლო სხვებმა, როგორიცაა ბრიტანული ავტომობილების მწარმოებელი Jaguar Land Rover, შეწყვიტეს მიწოდება აშშ-ში. Hyundai Motor-მა ასევე განაცხადა, რომ არ გაზრდის ფასებს მინიმუმ ორი თვის განმავლობაში.
