ავტომაგისტრალის გადაკეტვის გამო, ბჟანიამ დე ფაქტო უშიშროების საგანგებო შეხვედრა მოიწვია

ს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ “რესპუბლიკური ავტომაგისტრალის უკანონო გადაკეტვით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა.”
უშიშროების ძალების ხელმძღვანელებმა “უკანონო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.”
“RESPUBLICA-ს” ცნობით, გუდაუთაში საჯარო შეხვედრიდან დაბრუნებული ოპოზიციონერები ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია დააკავეს და ს დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ აფხაზური ოპოზიცია 15 ნოემბერს, იმ დღეს, როცა პარლამენტი სა და აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხს განიხილავდა, აქციას გამართავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ოპოზიციის ნებისმიერი განცხადება ფასებთან დაკავშირებით, პოპულიზმზე იყო აგებული – რაც შეეხება ხაზარაძეს და მისი ოჯახის მფლობელობაში არსებულ სადისტრიბუციო კომპანიას, თუ იქნება კითხვები, კომისიაზე მოუწევთ მოსვლა