ავტოექსპორტი რეკორდულ $1.2 მილიარდზეა – რომელ ქვეყნებში და რა ფასის ავტომობილები გადის ექსპორტზე

2024 წლის პირველ 7 თვეში საქართველოდან 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების 57 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე, რაც ავტომობილების რეექსპორტის რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს და 2023 წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს 1.3%-ით აღემატება.
2023 წლის მსგავსად საქართველოდან ყველაზე დიდი ღირებულების – 538 მილიონი დოლარის ავტომობილები ექსპორტზე ცენტრალური აზიის უღარიბეს ქვეყანაში ყირგიზეთში გავიდა რეექსპორტზე, სადაც გატანილი ავტომობილის საშუალო ფასმა $36 ათასი დოლარი შეადგინა. თავის მხრივ ყირგიზეთში ძვირად ღირებულ ავტომობილებზე მოთხოვნა მაღალია იმიტომ, რომ აღნიშნული ქვეყანა ს მიმართ დაწესებულ სავაჭრო სანქციებს არ უერთდება და დან დილერები ავტომობილებს რუსეთის ფედერაციაში ყიდიან. ამასთან, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყირგიზეთში საქართველოდან ავტოექსპორტი 80%-ით ($238 მილიონით) გაიზარდა, ასევე 37%-ით ($103 მილიონით) გაიზარდა ავტოექსპორტი ყაზახეთში, სანაცვლოდ კი 40%-ით შემცირდა ავტოექსპორტი აზერბაიჯანის, 69%-ით კი სომხეთის მიმართულებით.