ავტოდაზღვევის ბაზრის წილის 30% „თიბისი დაზღვევას“ უჭირავს – კომპანიის გეგმები

2023 წლის 9 თვეში სადაზღვევო ინდუსტრიამ, პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 818 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემია მიიზიდა. ეს ინფორმაცია დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
დაზღვევას” 2023 წელს ჯამურად 77 მლნ ლარზე მეტი აქვს ანაზღაურებული. სადაზღვევო კომპანია ბაზრის ლიდერია ავტოდაზღვევის ზარალის ანაზღაურებაში და გასული წლის ნოემბრიდან ამ წლის ოქტომბრის ჩათვლით, ავტოდაზღვევაში 27 მლნ ლარამდე ზარალი აქვს ანაზღაურებული.
“თიბისი დაზღვევის” საქმიანობის შეჯამებაზე, წარმატებასა და კომპანიის გეგმებზე BMG TV-ის ეთერში “თიბისი დაზღვევის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, დავით კიღურაძემ და “თიბისი დაზღვევის” სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ნიკოლოზ ბრეგვაძემ ისაუბრეს.
დავით კიღურაძე: „ჩვენი წილი ბაზარზე დაახლოებით 30%-მდეა და ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად გვიჭირავს ეს მოცულობა. ვცდილობთ, ყოველწლიურად გავზარდოთ და განვავითაროთ პროდუქტები, რომ უფრო მეტი სიახლე შემოვიტანოთ, რათა შევინარჩუნოთ მომხმარებელი და ახლები დავიმატოთ. ლოიალობის საფუძველს განსაზღვრავს ბრენდი. მოხმარების ერთგულება ეფუძნება სერვისის ხელმისაწვდომობასა და სიმარტივეს. ეს კი განპირობებულია იმ ციფრული ტექნოლოგიებით და მრავალი არხით, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვაწვდით მომხმარებელს მომსახურებას.
სადაზღვევო შედეგის დადგომის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ზარალის ანაზღაურების სისწრაფე, სიმარტივე, დროულობა, თანხის საკმარისი ოდენობა და სადაზღვევო შემთხვევის კარგად მართვა. ეს განაპირობებს მომხმარებლის დაბრუნებას სადაზღვევო კომპანიაში და მათი რაოდენობის ზრდას. მხოლოდ ბრენდი, ცალკე მდგომი, ამას არ განაპირობებს. პირველ წელს შეიძლება მომხმარებელი შეიძინო, მაგრამ საჭიროა მომსახურების გაუმჯობესება და მათი შენარჩუნება. წელს მხოლოდ ავტომობილების დაზღვევის მიმართულებით 30 მლნ ლარამდე გვაქვს ანაზღაურებული, რაც შეეხება რაოდენობას, ყოველ თვე დაახლოებით 3000-მდე შემთხვევას ვანაზღაურებთ“.
ნიკოლოზ ბრეგვაძე – „სისწრაფე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ, ამ რეჟიმში დადებითი დინამიკა შევინარჩუნოთ და ხარისხი არ დავკარგოთ. მომხმარებელს იმ რისკების დაზღვევა სჭირდება, რომლებიც შეიძლება ფინანსურ ტვირთად დააწვეს. „თიბისი დაზღვევას“ ნდობისა და ლოიალობის მიმართულებით კარგი პოზიცია აქვს. ჩვენთან სისწრაფეს თანხის ანაზღაურების პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა მომხმარებელი სადაზღვევო შემთხვევას აფიქსირებს, ელოდება, რომ მიიღოს სამართლიანი თანხა, ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული და მიიღოს მალე. ჩვენი ციფრულობა არ არის მხოლოდ ტრენდი, ამ ტრენდს ჩვენ მომხმარებლის საჭიროებაზე ვარგებთ და ვხვეწთ. ჩვენი ორი ძირითადი პლატფორმა, მომხმარებელი რითაც სარგებლობს არის „თიბისი დაზღვევის“ აპლიკაცია და „თიბისი დაზღვევის“ ტრანზაქციების ვებგვერდი https://tbcinsurance.ge/.
პლატფორმა არის მორგებული მომხმარებლის საჭიროებებზე არა მხოლოდ სისწრაფის, არამედ სიმარტივის თვალსაზრისით. ჩვენ ვცდილობთ მომსახურება იმ დონეზე გავამარტივოთ, რომ ნებისმიერმა ადამიანმა იოლად შეძლოს მისი მიღება”, – განაცხადა ბრეგვაძემ და განმარტა, რომ “თიბისი დაზღვევის” მომხმარებლების დაახლოებით 80% ციფრულ არხებს იყენებს.
“მეტი დატვირთვა მოდის აპლიკაციაზე და ტრანზაქციულ ვებგვერდზე. იმისთვის, რომ კიდევ უფრო დიდ აუდიტორიას მივწვდეთ, დაგეგმილი გვაქვს რედიზაინი. ეს პროექტი დაფუძნებულია დეტალურ კვლევებზე, თუ რა სურთ მომხმარებლებს, რა ურჩევნიათ, როგორი ტრენდებია საერთაშორისო მიმართულებით. მომავალ წელს ეტაპობრივად შევთავაზებთ მომხმარებელს გამარტივებული შესყიდვების ვებგვერდს, აპლიკაციას თავისი მეტი სერვისით, ახალი „ფიჩერებით“, – თქვა მან.
რაც შეეხება მომავლის გეგმებს, „თიბისი დაზღვევა“ გეგმავს, რომ განვითარდეს როგორც ტექნოლოგიური, ისე გარემოს დაცვითი მიმართულებით. იგეგმება შეიქმნას პოლისი, რომელიც გარემოზე ზემოქმედების მიმართულებით წამახალისებელ საკითხებს მოიცავს.
„შესაძლებელია, ელექტრომობილების, ჰიბრიდული ავტომობილებისთვის წამახალისებელი პოლისების შექმნა. საწარმოებისთვის გვაქვს შექმნილი პოლისი, უკვე ორი წელია მზის პანელებს ვაზღვევთ საცალო მიმართულებაშიც არის საკითხები, რომლებზეც გვინდა აქცენტი გაკეთდეს: მაგალითად, ქრონიკული დაავადებების დაზღვევა, სიცოცხლის დაზღვევა ნებაყოფლობით ნაწილში, სადაც ვხედავთ ზრდის კარგ პოტენციალს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ვიყოთ ბაზრის ლიდერები და მარკეტ-მეიკერები. გვინდა, ეს მხოლოდ ბაზრის წილში არ იყოს გადმოთარგმნილი, არამედ ახალი სტანდარტების დანერგვაშიც“, – თქვა დავით კიღურაძემ.
ნიკოლოზ ბრეგვაძის თქმით, კომპანია გეგმავს, ზრდა გააგრძელოს ტექნოლოგიური განვითარების კუთხით, მათ შორის ინვესტირების მიმართულებით:
„ის მოცემულობა, რომელიც „თიბისი დაზღვევას“ აქვს, რომ არის ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც საფინანსო სერვისებს აწვდის, ჩვენს სამომავლო გეგმებშიც არის. ამის დასტურია, რომ ჩვენი ყოველწლიური მოგების დაახლოებით 15-20% ინვესტირდება ტექნოლოგიებში. მომავალ წლებში გეგმები გვაქვს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ვითარების გაუმჯობესებაში ისეთ კონსერვატიულ მიმართულებაში, როგორიც არის დაზღვევა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში”.

ასევე დაგაინტერესებთ