ავტობუსის გაჩერების ტაბლოების შესაძენად 1.6 მილიონიანი ტენდერი ცხადდება

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავტობუსის გაჩერების საინფორმაციო ელექტრონული ტაბლოების შესაძენად ტენდერს აცხადებს. უწყება 250 ცალი ტაბლოს შეძენას გეგმავს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 625 000 ლარია. წინადადებების მიღება 11 თებერვალს დაიწყება და 16 თებერვალს დასრულდება.
როგორც ტექნიკურ მოთხოვნებშია აღნიშნული ტაბლომ უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის გამოტანა სხვადასხვა რეჟიმში და სხვადასხვა ზომის შრიფტით, ასევე ტაბლოს უნდა ჰქონდეს ვიდეოს ჩვენების საშუალება როგორც სრულ ეკრანზე, ასევე ნაწილობრივად, ფერადი გამოსახულებით.
მწარმოებლის შუქდიოდური ტაბლოს (დისპლეის) წარმოება უნდა იყოს სერტიფიცირებული ISO9001 სტანდარტის შესაბამისად, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი) უნდა წარმოადგინოს პრეტენდენტმა ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად.
მიწოდებულ საქონელზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს საქონლის მიწოდების შესახებ შედგენილი დოკუმენტის (მიღება-ჩაბარების აქტის) გაფორმების თარიღიდან, არანაკლებ 12 (თორმეტი) თვეს.