ავტობიოგრაფიული წიგნი ლაშა ბექაურის შესახებ ხელმისაწვდომი იქნება “ბიბლუსში” მთელი საქართველოს მასშტაბით

სპორტულმა ჟურნალისტმა მამუკა კვარაცხელიამ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის შესახებ ბიოგრაფიული წიგნი დაწერა. წიგნი უკვე ხელმისაწვდომია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით.
პრეზენტაცია თბილისის „ახალ ოლიმპიურ სასახლეში“, ძიუდოს დიდი საერთაშორისო ტურნირის „თბილისის გრანდ-სლემის“ მასპინძლობის პირველ დღეს შედგა. ღონისძიებაში მონაწილეობას ავტორთან ერთად ლაშა ბექაურიც იღებდა.
წიგნის სახელწოდება არის „სამასმეერთე“, რომელიც დაკავშირებულია 300 არაგველის ისტორიასთან:
„სამასმეერთე“ დაკავშირებულია სამასი არაგველის ისტორიასთან, რომლებიც ჩემი წინაპრები იყვნენ და მეც ვფიქრობ, რომ სამასმეერთე არაგველი ვარ”, – განაცხადა ლაშა ბექაურმა.
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის თქმით, ეს
საქართველოში ძიუდოს შესახებ დაწერილი პირველი წიგნია, რომელშიც საუბარი მის კარიერას შეეხება და იმედოვნებს, რომ წიგნი ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის მოტივაციის წყარო იქნება.
R

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში