ავსტრიულმა კომპანია OMV-მ რუსული გაზის მიწოდებაზე უარი განაცხადა

რუსულ კომპანია “გაზპრომ ექსპორტთან” ბუნებრივი აირის მიწოდებაზე კონტრაქტი გაწყვიტა ცენტრალურ ევროპაში უმსხვილესმა, ნავთობისა და გაზის ავსტრიულმა კომპანია OMV-მ. ხელშეკრულება 2006 წელს გაფორმდა და 2040 წლამდე უნდა ყოფილიყო ძალაში. ამის შესახებ კომპანიამ თავის ვებსაიტზე განაცხადა. OMV-ის მენეჯმენტმა თავისი გადაწყვეტილება ახსნა “გაზპრომ ექსპორტის” (“გაზპრომის” შვილობილი კომპანია) მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების მრავალი მნიშვნელოვანი დარღვევით.
კომპანია OMV-ის ვებსაიტზე აღნიშნულია, რომ მისი გაზსაცავი ობიექტები 85%-ით არის სავსე და კომპანია ირწმუნება, რომ შეუძლია თავისი ვალდებულებები ალტერნატიული წყაროების საშუალებით შეასრულოს. მათ შორის – ნორვეგიასა და ავსტრიაში საკუთარი გაზის მოპოვებითა და თხევადი ბუნებრივი აირის დამატებითი გრძელვადიანი მიწოდების გზით.
ში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ გაზის მიწოდებაში შეფერხებებმა იჩინა თავი. კომპანია OMV-მ “გაზპრომის” წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა საერთაშორისო არბიტრაჟში განსახილველად და 243 მილიონ ევროზე მეტი ზიანის კომპენსაციას მიაღწია. გარდა ამისა, ავსტრიის გაზის ქსელის ოპერატორებსა და “გაზპრომს” შორის ხელშეკრულება 2024 წლის სექტემბერში დასრულდა.
ს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ავსტრიული კომპანიის ქცევას უსამართლო უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი არ აპირებს “ქველმოქმედების კეთებას.”
ავსტრია ევროკავშირის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის ერთ-ერთია, რომლებიც კვლავაც რუსულ გაზზე არიან დამოკიდებული. ავსტრიას რუსეთის ბუნებრივი აირი მიეწოდება გაზსადენების მეშვეობით, მათ შორის – უკრაინის ტერიტორიის გავლით. კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ არსებული კონტრაქტების ამოწურვის შემდეგ, “გაზპრომთან” ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს.