ავსტრიის სპეცსამსახურები აცხადებენ რუსეთის სადეზინფორმაციო უჯრედის გამოვლენაზე

ავსტრიის ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამმართველოს (DSN) განცხადებით, გამოვლენილია უჯრედი, რომელიც ს სასარგებლოდ გეგმავდა და ახორციელებდა ავსტრიის საზოგადოებაზე გამიზნულ, მასშტაბურ სადეზინფორმაციო კამპანიას. კამპანიის მიზნად სპეცსამსახური ასახელებს “საზოგადოებრივი და პოლიტიკური შეხედულებებით მანიპულირებას, უკრაინის საზიანოდ და რუსეთის სასარგებლოდ”.
კამპანიის კოორდინატორად გამოძიება ასახელებს ბულგარეთის მოქალაქე ქალს, რომლის სახელი დაკონკრეტებული არ არის. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხსენებულ ქალს წაუყენეს ჯაშუშობის ბრალდება, და რომ მას “ეკისრება ძირითადი პასუხისმგებლობა დეზინფორმაციის გამავრცელებელი ოპერაციების ჩატარებაზე”. განცხადების თანახმად, კამპანია რუსეთიდან იმართებოდა, თუმცა ტექსტში მართვის ფორმები დაზუსტებული არ არის.
“მცდარი მონაცემების, ყალბი ამბებისა და მანიპულირებული შინაარსის გავრცელება ძირს უთხრის ნდობას ჩვენი ინსტიტუტებისადმი და საფრთხის წინაშე აყენებს სოციალურ ერთიანობას” – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა, იორგ ლეიხტფრიდმა და დასძინა: “არ უნდა დავუშვათ პოლიტიკური და საზოგადოებრივი აზრის გარედან კონტროლირება”.
DSN-მა ოპერაციის შესახებ შეიტყო გასული წლის დეკემბერში ბულგარეთის მოქალაქე ეჭვმიტანილი ქალის სახლის ჩრეკის შედეგად მოპოვებული ელექტრონული მოწყობილობების ანალიზით. იუწყებიან, რომ ეს ქალი კოორდინაციას უწევდა რუსეთის სპეცსამსახურებისთვის მომუშავე უჯრედს, რომელიც გააქტიურდა ში რუსეთის შეჭრიდან სულ რამდენიმე კვირაში. ეს ჯგუფი, განცხადების თანახმად, ახორციელებდა “დეზინფორმაციის მასშტაბურ კამპანიას გერმანულენოვან ქვეყნებში”, განსაკუთრებული ყურადღებით ავსტრიის მიმართ. იუწყებიან ასევე, რომ ეჭვმიტანილმა ბრალი აღიარა.
კამპანიის უშუალო მიზანი, როგორც ვკითხულობთ, იყო “უარყოფითი გავლენის მოხდენა საზოგადოებრივ აზრზე” და მისი მიმართვა უკრაინისა და უკრაინის პრეზიდენტის, ს წინააღმდეგ. კამპანიის მონაწილეები მუშაობდნენ როგორც ინტერნეტით, ისე ფიზიკურ სივრცეებში – ავრცელებდნენ პროკლამაციებს და კედლებზე წარწერებს აკეთებდნენ, თითქოს უკრაინის მომხრე აქტივისტების მხრიდან. ამ დროს ისინი განზრახ იყენებდნენ ექსტრემისტულ მემარჯვენე და ნაციონალისტურ სიმბოლოებს, ასევე სიძულვილის ენას რუსებისა და ებრაელების მისამართით. ამით, ავსტრიის სპეცსამსახურის განცხადებით, მიზნად ისახავდნენ “ეჭვის დანერგვას უკრაინის დემოკრატიული ღირებულებების მიმართ”. განცხადების თანახმად, “მოცემულ კონტექსტში მსგავსი დეზინფორმაცია და კამპანიები წარმოადგენს რუსეთის ჰიბრიდული ომის მნიშვნელოვან ფაქტორს”.
ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია იმაზე, საპატიმროში თუ იმყოფება ბულგარეთის მოქალაქე ქალი, ან ვინმე სხვა პირს თუ დაეკისრა სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ საქმიდან გამომდინარე.
რუსეთის ხელისუფლებას ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია ავსტრიის სპეცსამსახურების პასუხად.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა