ავსტრიის საგარეო უწყება – ძალიან ვწუხვართ, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საბოლოო მიღების გამო – ეს არასწორი მიმართულებით საგანგაშო ნაბიჯია!

ეს ევროპული მომავლის შესახებ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს ეწინააღმდეგება, – ასე გამოეხმაურა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.
„ღრმად ვწუხვართ, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საბოლოო მიღების გამო. ეს არასწორი მიმართულებით საგანგაშო ნაბიჯია! ეს ევროპული მომავლის შესახებ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს ეწინააღმდეგება“, – წერს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე.
გუშინ, საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და ს მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით