ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბეატე მაინლ-რაიზინგერმა დაგმო უკრაინაში დრონით თავდასხმა ავტომობილზე, როცა ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები და ჟურნალისტები გადაჰყავდათ.
ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ORF-ის ცნობით, მინისტრის სიტყვებით, ავსტრიელ კორესპონდენტსა და ჰუმანიტარულ ჯგუფზე თავდასხმა კიდევ ერთხელ აჩვენებს ომის სისასტიკეს. მისი თქმით, “აბსოლუტურად მიუღებელია, რომ რუსეთი განზრახ ესხმის თავს მშვიდობიან მოსახლეობას, ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებსა და ჟურნალისტებს”.
დრონით თავდასხმა 8 ნოემბერს დონეცკის რეგიონში მოხდა. ORF-ის ავსტრიელი ჟურნალისტი, ქრისტიან ვერშიუტცი ესპანელ კოლეგასთან და ჰუმანიტარულ მუშაკებთან ერთად, ევაკუაციის შესახებ რეპორტაჟის გასაკეთებლად კოსტიანიოვკაში მიემგზავრებოდა. ისინი ჰუმანიტარული ორგანიზაციის, Proliska-ს ლოგოთი მონიშნული მცირე სატვირთო მანქანით მოძრაობდნენ.
მგზავრებმა სწრაფად შეძლეს მანქანიდან გადმოსვლა, რადგან მძღოლმა დრონი დროულად შენიშნა. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Proliska-ს სწრაფი არაბიუროკრატიული დახმარების სახით ათასი ევრო გადასცა.
ფორუმი




