ავსტრიის კანცლერმა მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი უახლოეს დღეებში დატოვებს როგორც კანცლერის თანამდებობას, ისე პარტიის ლიდერის პოსტს.
„უახლოეს დღეებში მე გადავდგები, როგორც კანცლერი და „სახალხო პარტიის“ ლიდერი და უზრუნველვყოფ მოწესრიგებულ გარდამავალ პერიოდს“, – წერს ავსტრიის კანცლერის სოციალურ ქსელ X-ზე.
მისი ეს განცხადება ავსტრიაში კოალიციური მთავრობის შექმნაზე მოლაპარაკებების ჩაშლას, კერძოდ, ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ გარეშე კოალიციის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებების ჩავარდნას მოჰყვა.
სექტემბერში გამართულ არჩევნებში გამარჯვება ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ მოიპოვა, ლიბერალური პარტია Neos-ი, „სახალხო პარტია“ და „სოციალ-დემოკრატები“ სამპარტიული მმართველი კოალიციის ფორმირებას ცდილობდნენ.
„ჩვენ ყველაფერი ვცადეთ ამ დროისთვის. საკვანძო საკითხებზე შეთანხმება შეუძლებელია“, – აღნიშნა კარლ ნეჰამერმა, რომელიც კონსერვატიული „სახალხო პარტიის“ ლიდერია.
მოლაპარაკებები ჯერ ლიბერალურმა პარტიამ Neos-მა დატოვა. „სახალხო პარტიამ“ და „სოციალ-დემოკრატებმა“ მოლაპარაკებები გააგრძელეს, თუმცა უშედეგოდ.
ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანაში, შესაძლოა ახალი საპარლამენტო გამოცხადდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს სამხედრო დახმარების დაპაუზებაზე – თავდაცვის მინისტრს, სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებს, დიპლომატებს დავავალე, დაუკავშირდნენ კოლეგებს შტატებში და ოფიციალური ინფორმაცია მიიღონ

გიგა ბოკერია – „ქართული ოცნების“ ინიციატივები არის დრაკონული და სამარცხვინო – რაც შეეხება მედიის შესახებ კანონს, შინაარსობრივ რეგულაციებზე გადასვლა, რომელიც აქამდე თვითრეგულირებაზე იყო, ნიშანია, რომ ჩაახშოს მედიის ხმა