ავსტრიის კანცლერმა ირაკლი კობახიძეს წერილი გამოუგზავნა

საქართველოსა და ავსტრიას შორის ორმხრივ ურთიერთობებს ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც ეფუძნება ორმხრივ პატივისცემას და ურთიერთგაგებას, დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომ წლებშიც გავაღრმავებთ წარმატებულ თანამშრომლობას, – ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი ქრისტიან შტოკერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს.
ქრისტიან შტოკერი საქართველოს მთავრობის მეთაურს ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერად დანიშვნის მილოცვისთვის მადლობას უხდის.
„საქართველოსა და ავსტრიას შორის ორმხრივ ურთიერთობებს ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც ეფუძნება ორმხრივ პატივისცემას და ურთიერთგაგებას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შემდგომ წლებშიც გავაღრმავებთ წარმატებულ თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის“, – აღნიშნავს ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი ირაკლი კობახიძისთვის გამოგზავნილ წერილში.
Next: : ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი ერთად დგას და მომავალშიც იდგება ჩვენი ერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ღირებულებების დაცვისთვის ბრძოლაში

ასევე დაგაინტერესებთ

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული გოჩა კაკოიშვილი: ნაცემი რუსთავის საავადმყოფოში გადამიყვანეს, საავადმყოფოს დირექტორმა მთხოვა, აქ ნუ გაჩერდები, შენზე უარეს მდგომარეობაში მე ჩამაგდებენ, ოპოზიციონერს რომ ვეხმარებიო

შეხვედრა მქონდა [თავდასხმის] შემსრულებლებთან. მე მათ ვაპატიე, იმიტომ, რომ ისინი არაფერ შუაში იყვნენ, ისინი იყვნენ ბრძანების შემსრულებლები. კოდუამ დაიბარა კაბინეტში და ჩემი ჩანთიდან ამოღებული ფულიდან 500-500 დოლარი დაურიგა