ავსტრიის კანცლერი – მესამე მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია სიფხიზლე

ავსტრიის კანცლერის, კარლ ნეჰამერის განცხადებით, ში ომში უკონტროლო ესკალაციის სპირალის რისკი არსებობს.
Der Standart-ის ცნობით, ნეჰამერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მესამე მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია სიფხიზლე.
„იმისთვის, რომ კონფლიქტი დასრულდეს, საჭიროა ახალი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.
ის დარწმუნებულია, რომ ევროპამ თანამშრომლობაში BRICS-ის ქვეყნები (ბრაზილია, , ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა) ქვეყნები უნდა ჩართოს. მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა კი უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანად გადასაწყვეტად დასავლეთს ჩინეთი და ინდოეთი სჭირდება. ნეჰამერი მიიჩნევს, რომ ამ ორ ქვეყანასთან აუცილებელია თანაბარი პირობებით საუბარი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – მაგიდაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დევს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გამო – მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, ხმა ამოიღეთ! კარგად იცით, რას ნიშნავს სანქციები, უვიზო მიმოსვლის შეჩერება!

გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის მიერ გიორგი შანიძის შეწყალებაზე – აბსოლუტურად სწორია და დარწმუნებული ვარ, ყველა პატრიოტი ადამიანი, ვინც საპატიმროშია, 26 ოქტომბერს, ჩვენი გამარჯვების შემდეგ ყველა გათავისუფლდება