ავსტრიის კანცლერი – ავსტრიამ რუსული ინფილტრაციის აღსაკვეთად უსაფრთხოება უნდა გააძლიეროს

ავსტრიის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის დაკავება ს სასარგებლოდ ჯაშუშობის სერიოზული ბრალდებებით მიუთითებს იმაზე, რომ ავსტრიამ უნდა გააძლიეროს თავისი უსაფრთხოება რუსული ინფილტრაციის აღსაკვეთად, – ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა.
მისი თქმით, ბრალდებები ეგისტო ოტის წინააღმდეგ, რომელიც აწ უკვე დაშლილ სადაზვერვო სააგენტოში მუშაობდა, იმდენად მძიმეა, რომ კანცლერმა ავსტრიის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დანიშნა.
“ერთი მხრივ, ამ ბრალდებებს სასამართლო ხელისუფლებამ უნდა მიხედოს. მეორე მხრივ, საჭიროა რესპუბლიკის უსაფრთხოების სიტუაციის შეფასება და დაზუსტება. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ რუსი ჯაშუშების ქსელები, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას პოლიტიკურ პარტიებსა და ქსელებში შეღწევით ან ინსტრუმენტალიზაციით“, – აღნიშნა ავსტრიის კანცლერმა.
მისი თქმით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მომავალი კვირის სამშაბათისთვის მოიწვევს.
ვენის სისხლის სამართლის სასამართლომ ეგისტო ოტის 14-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ვენის პროკურატურამ ჯაშუშობის ბრალდებების შესახებ დეტალებზე არ ისაუბრა, მაგრამ განაცხადა, რომ ბრალდებები დაკავშირებულია სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასთან და ავსტრიისთვის საზიანოა.

ასევე დაგაინტერესებთ

რასა იუკნევიჩიენე – შეუპოვრობის ნიშანი და განგაშის სიგნალი ჩვენთვის – ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო, ივანიშვილის რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა უკვე დააპატიმრა – სასწრაფოდ, გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო

ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და საქართველოში ჰარვარდის კლუბის წევრები – მკაცრად ვგმობთ კლუბის წევრის მამუკა ხაზარაძის, ოპოზიციის სხვა ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაპატიმრებას – ეს აშკარად წარმოადგენს პოლიტიკური ნიშნით დევნას