ავსტრიის „გრან-პრიზე” საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა

ავსტრიის ქალაქ ლინცში ძიუდოს „გრან-პრი” მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.
ფინალამდე გურამ თუშიშვილმა ავსტრიელ და კვიპროსელ სპორტსმენებს სძლია, ნახევარფინალში კი უკრაინელი ევგენი ბელიევსკი დაამარცხა.
გურამ თუშიშვილის გარდა ავსტრიის გრან-პრიზე გიორგი ჯაბნიაშვილმა ოქრო, ტატო გრიგალაშვილმა კი ვერცხლი მოიპოვა,
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში ერთმანეთს სწორედ გიორგი ჯაბნიაშვილი და ტატო გრიგალაშვილი უნდა შეხვედროდნენ. ტატო გრიგალაშვილმა ფინალში ასპარეზობა ტრავმის გამო ვერ შეძლო, შესაბამისად, ჯაბნიაშვილი ტურნირის ჩემპიონი გახდა, გრიგალაშვილმა კი ვერცხლის მედალი მიიღო.
ფინალურ შეხვედრამდე გიორგი ჯაბნიაშვილმა სერბი, უკრაინელი, იაპონელი და ბრაზილიელი სპორტსმენები დაამარცხა, ტატო გრიგალაშვილმა კი ფრანგს, იაპონელს, ავსტრიელსა და სერბ მეტოქეებს სძლია.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში