ავსტრია, იტალია, აშშ – მეღვინეობა „მადლიერი“ 2026 წელს ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლას გეგმავს (bm.ge)

ქართული მეღვინეობა „მადლიერი“ 2026 წლიდან ახალი საექსპორტო ბაზრებზე შესასვლელად ემზადება. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ლადო ნავერიანმა BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, ამჟამად მოლაპარაკებები ავსტრიასთან, იტალიასთან და -სთან მიმდინარეობს.
მისივე ინფორმაციით, 2026 წელს „მადლიერი“ აღნიშნულ ბაზრებზე ექსპორტის დაწყებას მცირე პარტიით გეგმავს, თუმცა კომპანიის მოლოდინით, მომავალ წლებში საექსპორტო მოცულობა გაიზრდება. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ღვინო ძირითადად გამოფენებსა და “8000 მოსავალში” იყიდება და ფასი 30-35 ლარის ფარგლებში მერყეობს.
“ღვინის წარმოება 2002 წელს 1000 ბოთლით დავიწყეთ – ეს იყო შერეული ევროპული ჯიშების ნარევი. წლების განმავლობაში განვითარდით და ახლა წელიწადში, დაახლოებით 6000 ბოთლს ვაწარმოებთ. მათ შორის გვაქვს ბოლნისური რქაწითელი, ბოლნისური საფერავი და მათი კუპაჟი (სხვადასხვა ღვინის ერთმანეთში შერევა), რომელიც ექსპერიმენტის სახით შეიქმნა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა“, – ამბობს ნავერიანი.
მისი თქმით, კომპანიის პროდუქცია უკვე წარმოდგენილია როგორც ადგილობრივ, ასევე ევროპულ ბაზრებზე. ახლახან „მადლიერმა“ მონაწილეობა მიიღო ავსტრიაში გამართულ ღვინის გამოფენაზე, სადაც ადგილობრივი მყიდველების მხრიდან მაღალი შეფასება მიიღო.
„გვჯერა, რომ წლიდან წლამდე ცნობადობის ზრდა და მონაწილეობა ღონისძიებებში საშუალებას მოგვცემს, ბოლნისელი მეღვინეები უფრო მაღალ საფეხურებზე ავიყვანოთ“, – აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
bm.ge