ავსტრიაში, სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად, სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ავსტრიაში, ქალაქ გრაცის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სამდღიანი გლოვა გამოცხადდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას.
ვენაში, ჰოფბურგის სასახლეზე, სადაც პრეზიდენტის, ალექსანდრ ვან დერ ბელენის ოფისია განთავსებული, დროშები დაეშვება.
ავსტრიის განათლების მინისტრის, კრისტოფ ვიდერკერის თქმით, სკოლა, სადაც თავდასხმა მოხდა, ჯერჯერობით, დაკეტილი დარჩება.
შეგახსენებთ, ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, დაღუპულია თავდამსხმელიც, რომელიც აღნიშნული სკოლის ყოფილი მოსწავლეა.
ავსტრიის კანცლერის, კრისტიან შტოკერის შეფასებით, სამშაბათი ბნელი დღე იყო ქვეყნის ისტორიაში და სროლა ეროვნულ ტრაგედიად გამოაცხადა.