ავსტრიაში კანფეტი „მოცარტის“ წარმოება დაიხურა
Salzburg Schokolade-მ გამოუშვა კანფეტი „მოცარტის“ ბოლო პარტია (Mirabell Mozartkugeln) თავის ქარხანაში ზალცბურგში. ამის შესახებ DerStandard წერს.
ქარხნის დახურვის შესახებ ივნისში გახდა ცნობილი, მაგრამ ქარხანა დეკემბრის დასაწყისამდე მუშაობდა.
Mirabell–ის მფლობელმა ამერიკულმა კომპანიამ Mondelez-მა გადაწყვიტა წარმოების საზღვარგარეთ გადატანა, თუმცა კონკრეტულად სად არ გაამჟღავნა.
როგორც Salzburg Schokolade–ს ქარხნის მმართველმა დირექტორმა ფრიდრიხ პეილმა განაცხადა, აღჭურვილობის ნაწილი გაყიდულია, მაგრამ თავად შენობის მყიდველი ჯერ არ გამოჩნდა.
