ავსტრიაში არჩევნების შემდეგ პარტიების ხელმძღვანელები ერთიანდებიან ულტრამემარჯვენეთა ლიდერის წინააღმდეგ

ავსტრიის პარტიების ლიდერები გაერთიანდნენ იმ იდეის უარსაყოფად, რომ კოალიციის შექმნა შესაძლებელია ულტრამემარჯვენე პარტია “თავისუფლების” (FPO) ლიდერთან, ჰერბერტ კიკლთან – მას მერე, რაც FPO, როგორც ჩანს, პირველ ადგილზე გავიდა 29 სექტემბრის არჩევნებით.
კომპანია Foresight-ის მიერ სამაუწყებლო კომპანია ORF-სთვის ჩატარებული გამოკითხვის წინასწარი შედეგებით, პარტია “თავისუფლებას” ერგო ხმების 28,9 პროცენტი, ხოლო კონსერვატიულ სახალხო პარტიას (OVP) – 26,3 პროცენტი – ეს მონაცემი ეფუძნება ბიულეტენების 83 პროცენტს.
FPO-ს კოალიციის შექმნა დასჭირდება ერთ ან ორ პარტიასთან საიმისოდ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვოს და სტაბილური მთავრობა შექმნას – მაგრამ როცა კენჭისყრის შემდეგ პარტიებმა კონსულტაცია გამართეს, ამგვარი კოალიციის შექმნის სურვილი არ გამოუხატავს არც ერთ პოტენციურ პარტნიორს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)