ავსტრალიური სამთო მომპოვებელი Rio Tinto ლითიუმის მწარმოებელ Arcadium-ს 6,7 მილიარდ დოლარად იყიდის

ავსტრალიურმა სამთო მომპოვებელმა კომპანიამ Rio Tinto–მ მიაღწია შეთანხმებას ამერიკულ-ავსტრალიური ლითიუმის მწარმოებელი კომპანიის Arcadium-ის ყიდვაზე 6,7 მილიარდ დოლარად – ინფორმაციას მედია ავრცელებს.
„Arcadium Lithium-ის შეძენა მნიშვნელოვანი ნაბიჯია Rio Tinto-ს გრძელვადიან სტრატეგიაში, რათა ააშენოს მსოფლიო კლასის ლითიუმის ბიზნესი ალუმინის და სპილენძის არსებულ ოპერაციებთან ერთად ენერგეტიკული გადასვლისთვის საჭირო მასალების მიწოდებისთვის“, – თქვა Rio Tinto-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიკობ სტრაუსხოლმმა.
გარიგება ორივე კომპანიის დირექტორთა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა და სავარაუდოდ 2025 წლის შუა რიცხვებში დასრულდება.
interfax

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ინდუსტრია „სიცოცხლისა და სიკვდილის“ წინაშე დგას. ჩინეთის უზარმაზარი სავაჭრო პროფიციტი „საკუთარ მომხმარებლებს კლავს“ – ევროპული ბაზარი იაფი ექსპორტით აქვს დატბორილი – ემანუელ მაკრონი