ავსტრალიის სანაპიროებთან გაზის საბადო აღმოაჩინეს, რომელმაც შესაძლოა აღმოსავლეთ სანაპირო სრულად უზრუნველყოს – Reuters

ავსტრალიის სანაპიროებთან გაზის საბადო აღმოაჩინეს, რომელმაც შესაძლოა აღმოსავლეთ სანაპირო სრულად უზრუნველყოს – Reuters
ამერიკული ნავთობკომპანიის ConocoPhillips-ის განცხადებით, ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან გაზის საბადო აღმოაჩინეს- ექსპერტების მტკიცებით, 1 ნოემბერს ჩატარებული ბურღვითი სამუშაოების შემდეგ ვიქტორიას კუნძულების სანაპიროსთან მდებარე ორ სამიზნე ზონაში გაზის კოლონებს მიაგნეს.
სამუშაოები კიდევ ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც კომპანია მეორე გამოკვლევით ბურღვაზე გადავა, კვლევის მეორე ეტაპი დიდი მასშტაბის გაზის რესურსის არსებობის დადასტურებას ემსახურება, რომელმაც შესაძლოა ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპირო სრულად მოამარაგოს.
ConocoPhillips-ის თქმით, Essington-1 ჭაბურღილზე სამუშაოები გრძელდება და როცა ის დაილუქება და გამოითიშება, ტექნიკა მეორე ბურღვაზე გადაინაცვლებს. ორი ნებართვის ფარგლებში სულ ექვსი ჭაბურღილის ჩაშვებაა დაგეგმილი, სამომავლოდ კი დამატებითი ოთხის ჭაბურღილი დაემატება.

ასევე დაგაინტერესებთ

„სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ნებისმიერ ქვეყანაში, შეიძლება სულ არ იყოს გახსნილი ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა, ასეთი ბევრი ქვეყანაა, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება“