ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ჯულიან ასანჟის ავსტრალიაში დაბრუნების მოთხოვნის შესახებ პარლამენტის ინიციატივას მხარი დაუჭირა

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ჯულიან ასანჟის ავსტრალიაში დაბრუნების მოთხოვნის შესახებ პარლამენტის ინიციატივას მხარი დაუჭირა.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანესმა „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის ავსტრალიაში დაბრუნების მოთხოვნის შესახებ პარლამენტის ქვედა პალატის ინიციატივას მხარი დაუჭირა.
ინიციატივა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ენდრიუ უილკიმ წამოაყენა, რომელსაც მხარი 86-მა კანონმდებელმა დაუჭირა, ხოლო 42 მის წინააღმდეგ წავიდა. კონსერვატიული ოპოზიციური კოალიციის წევრების უმეტესობამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.
„ეს პროცესი დიდი ბრიტანეთისა და -ის მთავრობას ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს გაუგზავნის“, – განაცხადა უილკიმ კენჭისყრის წინ.
ცნობისთვის, მომავალ კვირას ლონდონის უზენაეს სასამართლოში ჯულიან ასანჟის ექსტრადიციის საქმეზე მოსმენა გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”