ავსტრალიის პრემიერი – პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში ვაღიარებთ

ავსტრალია პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღიარებს, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ განაცხადა.
ავსტრალიის პრემიერის თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მისმა მთავრობამ პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტისგან, მაჰმუდ აბასისგან მიიღო ვალდებულება, რომ ჰამასს არცერთ მომავალ სახელმწიფოში არანაირი როლი არ ექნება.
მისივე თქმით, ავსტრალიამ პალესტინის ხელისუფლებისგან მიიღო ვალდებულებები, მათ შორის დემილიტარიზაცია, საყოველთაო ს ჩატარება და ს არსებობის უფლების აღიარების გაგრძელება.
„ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა კაცობრიობის საუკეთესო იმედია, რათა დაირღვეს ძალადობის ციკლი ახლო აღმოსავლეთში და დასრულდეს კონფლიქტი, ტანჯვა და შიმშილი ღაზაში“, – განაცხადა ენტონი ალბანეზემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას, თითქოს წყევლა იყოს ვიზის აღება – ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ბრიტანეთისგან, ირლანდიისგან, აშშ-სგან! არის ვიზის საჭიროება? – ავიღებთ ვიზას