ავსტრალიის კაკადუს ეროვნულ პარკში ურანის მოპოვება აიკრძალა

ავსტრალიის ხელისუფლებამ კაკადუს ეროვნულ პარკში ურანის მოპოვების ლიცენზიის განახლებაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც ადგილობრივი მოსახელობის პროტესტს და წინააღმდეგობას წააწყდა.
სანამ პრობლემის არსს გაგაცნობთ, გეტყვით, რომ კაკადუს ეროვნული პარკი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. კერძოდ, პარკში არის გამოქვაბულები კლდეში ნახატებით, რომელთაგან უძველესი დაახლოებით 18 000 წლისაა.
როგორც Financial Times-ი იუწყება კომპანია ERA-ს წარმომადგენლების ხელისუფლების გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულნი არიან და არ გამორიცხავენ, რომ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ.
Rio Tinto-მ, რომელიც ERA-ს აქციების 86%-ზე მეტს ფლობს, კმაყოფილია, რომ ადგილობრივი მცხოვრებლების სურვილები გათვალისწინებულ იქნა.
Rio Tinto-ს ამ პოზიციამ გაანაწყენა ERA-ს მინორიტარი აქციონერები, რომლებიც კომპანიას ადანაშაულებენ საკუთარი ინტერესების დარღვევაში. მათი მტკიცებით, კაკადუს პარკის ტერიტორიაზ მდებარე ურანის საბადოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს პლანეტის დეკარბონიაციაში და -სა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს ყაზახეთსა და რუსეთზე დამოკიდებულბის შემცირებაში დაეხმაროს.