ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი – უკრაინაში მიმდინარე ომი უკრაინის პირობებით უნდა გადაწყდეს, რადგან აგრესორი რუსეთია

ავსტრალიის თავდაცვის მინისტრის, რიჩარდ მარლზის განცხადებით, უკრაინის ომის დასრულების საკითხი უკრაინის პირობებით უნდა გადაწყდეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ში მიმდინარე ომი უკრაინის პირობებით უნდა გადაწყდეს, რადგან აქ აგრესორი ა და რასაც სასწორზე ვხედავთ, არის წესებზე დაფუძნებული წესრიგის მთლიანობა, გლობალური წესებზე დაფუძნებული წესრიგი. ჩვენ მივესალმებით მცდელობებს, რომ ომი დასრულდეს, მაგრამ ეს არ შეიძლება ნებისმიერი პირობებით მოხდეს. ეს უნდა მოხდეს უკრაინის პირობებით და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ამაში“, – აღნიშნა რიჩარდ მარლზიმ.
ამასთან, ავსტრალიის კონსერვატიულმა ოპოზიციამ უკრაინასთან დაკავშირებით -ის პრეზიდენტ ს პოზიცია გააკრიტიკა.
„ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ცდება. აზრი, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ან უკრაინელმა ხალხმა დაიწყო ეს ომი, ან პასუხისმგებლები არიან ომზე, უბრალოდ არასწორია“, – განაცხადა ლიბერალური ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, პიტერ დატონმა, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი იყო.
მისი თქმით, ავსტრალია მტკიცედ და ამაყად უნდა იდგეს უკრაინელი ხალხის გვერდით.
„ეს არის დემოკრატია და ეს არის ბრძოლა ცივილიზაციისთვის. მკვლელი დიქტატორია და ჩვენ მას ერთი ინჩიც არ უნდა მივცეთ“, – განაცხადა დატონმა.