ავსტრალია უკრაინას $250 მილიონით, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის რაკეტებით დაეხმარება

ავსტრალია ს სამხედრო დახმარების ფარგლებში საჰაერო თავდაცვის რაკეტებს გადასცემს, რაც ქვეყნის ფედერალური მთავრობის თქმით, უკრაინისთვის დღემდე გაწეული ყველაზე დიდი ზომის დახმარების პაკეტი იქნება.
ვაშინგტონში NATO-ს სამიტის ფარგლებში ავსტრალიის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით $250 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუგზავნის, რითაც ავსტრალიის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება ჯამში $1.1 მილიარდი გახდება.
ეს პაკეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტებს, ჰაერი-მიწა კლასის საბრძოლო მასალებს, მართვად შეიარაღებასა და ტანკსაწინააღმდეგო მასალებს მოიცავს.
ავსტრალიის პრემიერმინისტრის მოადგილემ, რიჩარდ მარლსმა განაცხადა, რომ ავსტრალია “ამაყობს, რომ ამ ისტორიულ NATO-ს სამიტზე პარტნიორების გვერდით დგას, რათა უკრაინის მთავრობის მიმართ ურყევი ერთგულება აჩვენოს”.