ავსტრალია უკრაინას 14 სამხედრო კატერს გადასცემს

ავსტრალია უკრაინას, საზღვაო და სანაპირო თავდაცვის გასაძლიერებლად, 14 სწრაფ და მაღალ მანევრირებად საზღვაო კატერს გადასცემს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავსტრალიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ავსტრალია უკრაინას გადასცემს 14 კატერს, რაც ხაზს უსვამს მთავრობის მუდმივ ვალდებულებას მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის უკანონო შეჭრისგან დაცვაში. ავსტრალიის თავდაცვის ძალების საზღვაო კატერები უზრუნველყოფენ უკრაინის სწრაფ და მაღალ მანევრირებად საზღვაო შესაძლებლობებს“, – აცხადებენ ავსტრალიის მთავრობაში.
მათივე ინფორმაციით, 14 მილიონ ავსტრალიურ დოლარად შეფასებული სამხედრო მხარდაჭერის უახლესი პაკეტი გააძლიერებს უკრაინის საზღვაო და სანაპირო თავდაცვას, რომელიც მნიშვნელოვანი ოპერატიული ზონაა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ავსტრალიამ უკრაინას 1,3 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება და 1,5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ზოგადი მხარდაჭერა გაუწია.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა