ავსტრალია უკრაინას ძველი მოდელის 49 ტანკ Abrams-ს გადასცემს

ავსტრალია ს გადასცემს Abrams-ის ძველი, M1A1 მოდელის 49 ტანკს. ამის შესახებ ავსტრალიის მედია იტყობინება ქვეყნის თავდაცვითი მრეწველობის მინისტრზე, პეტ კონროიზე დაყრდნობით.
როგორც ავსტრალიის რადიომაუწყებლობის კორპორაცია იტყობინება, რამდენიმე კვირის წინ ავსტრალიამ მიიღო ამ ტანკების ახალი, M1A2 მოდელის პირველი პარტია.
იმ ტანკების საერთო ღირებულება, რომლებსაც უკრაინას გადასცემენ, 245 მლნ ავსტრალიური დოლარია (163,5 მლნ დოლარი).
ავსტრალიამ 120 ტანკი Abrams M1A2-ის შეკვეთა გააფორმა, წერს The Age. ძველი ტანკის გარკვეულ რაოდენობას ავსტრალია ჯერჯერობით თავისთვის დაიტოვებს ახალი მანქანების მიღებამდე.
უკრაინის ხელმძღვანელობა დაჟინებით ითხოვდა დასავლური წარმოების ტანკებს 2022-2023 წლების ზამთარში, როცა ისინი შეუცვლელი ჩანდა მოახლოებული კონტრიერიშისთვის. მაგრამ 2023 წლის ზაფხულში ძვირადღირებული ტანკები მოიერიშე დრონების შეტევებისგან დაუცველი აღმოჩნდა. როგორც BBC შენიშნავს, ც და უკრაინაც განაგრძობენ ჯავშანტექნიკის გამოყენებას, მაგრამ ის უკვე აღარ ითვლება პანაცეად.

ასევე დაგაინტერესებთ

ჰელსინკის კომისია – ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები – მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს

“დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადმოცემული მამის არქივის დამუშავებისას ვნახეთ ცნობილი მეცნიერისა და გაერთიანებული ევროპის კავშირის იდეის ერთერთი პირველი მესაძირკვლის – მიხეილ მუსხელის ავტოგრაფი…”