ავსტრალიაში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მომხდარ წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება კიდევ 3 ადამიანი.
როგორც Reuters წერს, სტიქიის შედეგად რამდენიმე ქალაქის ათიათასობით მცხოვრები დასახლებიდან გამოსვლას ამ დრომდე ვერ ახერხებს.
წყალდიდობის გამო შტატში 100-ზე მეტი სკოლა დაიხურა, ხოლო ათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში კიდევ მოსალოდნელია კოკისპირული წვიმა.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის სახიფათო ზონაში 50 000 ადამიანი იმყოფებოდა. ისინი მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – ვერ მომინელებია, რომ ხალხს ვეუბნებოდი: „ისეთი ტექნოლოგიაა, ვერ გაყალბდება არჩევნები“, რა ნამუსით მივიდე მეორე არჩევნებზე და ავუხსნა ადამიანებს, რომ მოგვატყუეს, ვერ დაგიცავით, მაგრამ მოდით, თავიდან ვცადოთ – რა შეიცვალა?