ავსტრალიაში ვერტმფრენი სასტუმროს შეეჯახა, პილოტი დაიღუპა

12 აგვისტოს, ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქ კეირნსში ვერტმფრენი სასტუმრო Hilton-ს შეეჯახა, რის შედეგადაც შენობის სახურავზე ხანძარი გაჩნდა, პილოტი ადგილზე გარდაიცვალა. ხანძრის დროს სასტუმროში ევაკუაცია გამოცხადდა.
ავარია ორშაბათს ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 1:50 საათზე მოხდა.
ავსტრალიური მედიის ცნობით, ვერტმფრენი მოპარული იყო. ავსტრალიის პოლიციის ცნობით, ვერტმფრენი ანგარიდან “არაავტორიზებული ფრენისთვის” გამოიყვანეს, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.
მთავარი ზედამხედველის მოვალეობის შემსრულებლის, შეინ ჰოლმსის თქმით, უცნობია ფლობდა თუ არა პილოტის მოწმობას ან მუშაობდა თუ არა გარდაცვლილი პილოტი ვერტმფრენის მფლობელ კომპანია Nautilus Aviation-ში.
“საზოგადოებას შემდგომი საფრთხე არ ემუქრება და ჩვენი აზრით, ეს არის იზოლირებული ინციდენტი”. – თქვა ჰოლმსმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ABC ციტირებს ავიაციის ექსპერტს, რომელიც ამბობს, რომ სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია დაბლა მფრინავი თვითმფრინავების უმეტესობისთვის აკრძალული ზონა იყო და ამ დროს ასეთ რაიონში თვითმფრინავის ავარია “ძალიან უჩვეულო” ამბავია.
სასტუმროს დამსვენებლების თქმით, ისინი ძლიერი აფეთქების ხმამ გააღვიძა და მალევე სიგნალიზაციის ხმის ფონზე დაიწყო ევაკუაციაც.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა