ავოკადო ბაზარზე 200%-იანი ფასნამატით იყიდება – იმპორტი ბოლო ხუთ წელში 6-ჯერ გაიზარდა

2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 622 860 დოლარის ღირებულების 335.62 ტონა ავოკადოს იმპორტი განხორციელდა. (1კგ- 5ლ)

ორი თვის მანძილზე, თურქეთიდან 377 130 დოლარის ღირებულების 270.57 ტონა ავოკადო (ახალი ან ხმელი ავოკადო) შემოვიდა. ნიდერლანდებიდან 245 400 დოლარის ღირებულების 65.03 ტონა. საფრანგეთიდან კი 330 დოლარის ღირებულების 0.02 ტონა
თურქეთიდან იმპორტირებული 1კგ ავოკადოს ღირებულებამ ($1.39) 3.76 ლარი, ნიდერლანდებიდან იმპორტირებული 1კგ ავოკადოს ღირებულებამ კი ($3.77) 10.18 ლარი შეადგინა.
ავოკადოს იმპორტი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 475%-ითაა გაზრდილი. ამ წლების მანძილზე, 1 კგ ავოკადოს იმპორტის ღირებულება განახევრებულია. მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

2019
$933 500-ის ღირებულების 295.94 ტონა (1 კგ-ს ღირებულება 8.51 ლარი)
2020
$838 180-ის ღირებულების 310.01 ტონა (1 კგ-ს ღირებულება 7.29 ლარი)
2021
$1 170 720-ის ღირებულების 420.35 ტონა (1 კგ-ს ღირებულება 7.52 ლარი)
2022
$1 587 040-ის ღირებულების 998.62 ტონა (1 კგ-ს ღირებულება 4.29 ლარი)
2023
$2 557 600-ის ღირებულების 1 700.84 ტონა (1 კგ-ს ღირებულება 4.05 ლარი)
ცნობისთვის, ქართულ ბაზარზე, სუპერმარკეტებში ავოკადოს ღირებულება 15 ლარიდან 30 ლარამდე ფარგლებში მერყეობს. რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 200%-იანი ფასნამატით იყიდება.