ავლაბარში, კიკეთის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს

ფორმულას ინფორმაციით, ავლაბარში, კიკეთის ქუჩაზე 50-წლამდე კაცის მკვლელობის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს.
მკვლელობა გუშინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვია თავსა და კისერში ჰქონდა ნასროლი.
მეზობლების თქმით, მოკლული ქურდულ სამყაროსთან იყო დაკავშირებული და საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა. მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ კინოლოგები და ექსპერტ-კრიმინალისტები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით