ავლაბარში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

თბილისში, ავლაბარში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ქუჩაში მოხდა და მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ქართულმა მხარემ დამალა ჩორჩანაზე ცხინვალის რუსული საოკუპაციო რეჟიმის პოზიციები, გასაგებია რატომაც – კოჩიევის შეფასებით, უკვე არსებობს გარკვეული პოზიტიური ძვრები, რის დასტურადაც მოჰყავს გახარიას მიმართ დაწყებული დევნა