ავიაცია, ტანკები და ტყვედ აყვანილი რუსი სამხედროები – რა ხდება კურსკის ოლქში?

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს, 6 აგვისტოს დილით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, კურსკის ოლქში, შეტევა განახორციელეს. უკრაინული ტელეგრამ-არხების ცნობით, ოპერაციისას ტყვედ აიყვანეს რუსი სამხედროები.
ერთ-ერთი მათგანი, – წვევამდელი, – ამბობს, რომ არ ემხრობა პუტინს და ჯარში გაწვევისგან თავის არიდებასაც ცდილობდა.
მიმდინარე მოვლენებზე ოფიციალური ინფორმაცია ამ ეტაპზე მხოლოდ რუსეთმა გაავრცელა. უკრაინულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია. შესაბამისად, მოსკოვის გავრცელებული ცნობების გადამოწმება, ჯერჯერობით, შეუძლებელია.
თუმცა, ს თავდაცვის სამინისტროს თუ დავუჯერებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების 300-მდე ჯარისკაცმა, 11 ტანკისა და 20 ჯავშანმანქანის დახმარებით, იერიში განახორციელა კურსკის ოლქში მდებარე სასაზღვრო პუნქტზე.
მოსკოვის განცხადებით, შეტევის მოსაგერიებლად კურსკის ოლქში გააგზავნეს საჯარისო რეზერვები და იყენებენ ავიაციასაც.
რუსეთის ბოლო განცხადების თანახმად, უკრაინულმა ძალებმა, სტატიის გამოქვეყნების მომენტში [20:37], უკან დაიხიეს.
ბოლო პერიოდში, უკრაინის მხარეს მებრძოლი ჯგუფები სხვადასხვა პერიოდულობით ახორციელებდნენ შეტევებს სთან მოსაზღვრე ოლქებზე. თუმცა, როგორც წესი, ამ შეტევების უკან იდგა ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“, რომელშიც რუსეთის მოქალაქეები იბრძვიან, და არა უკრაინის რეგულარული ჯარი [რომლის მონაწილეობაც ამ შეტევაში ოფიციალურად არაა დადასტურებული].

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან

შალვა პაპუაშვილი – რიტორიკა, ტერმინოლოგია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იყენებს, ანარეკლია ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიისა- როგორც ჩანს, მათგან სწავლობს, როგორ ელაპარაკოს ხალხს